მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყარაბაღი 100 000-მა დევნილმა დატოვა - Reuters

ყარაბაღი

იტალიის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ სომხეთი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან დევნილების გამოსაყვანად ევროკავშირის დახმარებას ითხოვს.

ყარაბაღზე კონტროლი აზერბაიჯანმა რამდენიმე დღის წინ აღიდგინა, არაქსის რესპუბლიკა კი არსებობას 1 იანვრიდან შეწყვეტს - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გაეროს დევნილთა სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ყარაბაღში “ანტიტერორისტული” საომარი ოპერაცია წამოიწყო, სომხეთში 100 000-ზე მეტი დევნილი ჩავიდა.

სომხეთი ევროკავშირისგან დროებით თავშესაფარსა და სამედიცინო საშუალებების მარაგებს ითხოვს. იტალიის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რომი რეგიონში სტაბილურობის აღდგენაზე მუშაობს.

მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებული აზერბაიჯანის ტერიტორიაა, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობა რეგიონში ეთნიკურად სომეხი ქრისტიანები იყვნენ, რომლებმაც თვითგამოცხადებული არაქსის რესპუბლიკა სამი ათწლეულის წინ, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, შექმნა. 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა რეგიონის დასაბრუნებლად სამხედრო ოპერაცია წამოიწყო და, რუსი მშვიდობისმყოფელების დახმარებით, ცეცხლის შეწყვეტისა და სომხების დანებების შეთანხმებას მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები