მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყარაბაღიდან სომხეთში იძულებით გადაადგილებულ თითოეულ პირს 100 ათასი დრამი გადაეცემა - ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი აცხადებს, რომ ყარაბაღიდან სომხეთში იძულებით გადაადგილებულ პირებს, გადაუდებელი საჭიროებისთვის, თითოეულს 100 ათას დრამს გადასცემენ. აღნიშნული თანხა, დოლარში დაახლოებით $256 გამოდის, ხოლო ლარში ₾686. 

ამ დახმარების შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

„მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული ჩვენი ძმებისა და დების გადაუდებელი საჭიროებისთვის, ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითოეული მათგანისთვის, განურჩევლად მათი ასაკისა, 100 ათას დრამს გამოვყოფთ“, – წერს ფაშინიანი. 

შეგახსენებთ, რომ სომხური მხარის მონაცემებით, ყარაბაღიდან სომხეთში 75 ათასი ეთნიკური სომეხი გადავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები