მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას არცერთი დიპლომატი არ დაესწრება. შალვა პაპუაშვილის განცხადების მიხედვით, დიპ.კორპუსი დაპატიჟებული არ არის.
"ინაუგურაცია გაიმართება პარლამენტში, კერძოდ, სხდომათა დარბაზში.ცერემონია დაიწყება 11 საათზე და მისი ხანგრძლივობა იქნება 40 წუთი. დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობების, ასევე აჭარის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ინაუგურაცია 29 დეკემბერსაა დაგეგმილი.
ყაველაშვილმა საჯარო მილოცვები მხოლოდ ხუთი ქვეყნისგან მიიღო. ეს ქვეყნებია:
- აზერბაიჯანი
- თურქეთი
- სომხეთი
- ბელარუსი
- სერბეთი