„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, 29 დეკემბრის შემდეგ, როდესაც მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია შედგება, „არ დაიწყოს ობსტრუქცია თუ საბოტაჟი“.
ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა, სადაც ამ წუთებში მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევის პროცესი მიმდინარეობს.
„29 დეკემბერს შედგება [მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად] ინაუგურაცია და ინაუგურაციის მომენტიდან ქალბატონ სალომეს არ ექნება პრეზიდენტის პოზიცია. ასე რომ, ჩემი მოწოდებაა მხოლოდ ის, რომ ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ არ უღალატოს იმით, რომ დაიწყოს ობსტრუქცია თუ საბოტაჟი. ქართველმა ხალხმა მას გასცა პასუხი 26 ოქტომბრის არჩევნებზე და ერთადერთი მოწოდებაა, დაემორჩილოს ხალხის ნებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამ წუთებში, პარლამენტის შენობაში მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა მიმდინარეობს.