მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს მიმდინარე კვირაში უყრის კენჭს

პარლამენტი სესიის დარბაზი

საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადებით გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს გამოიტანა, საკითხი განხილვისა და კენჭის საყრელად პარლამენტში გადადის.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი მიმდინარე სასესიო კვირაზე განიხილება, რადგან საკანონმდებლო ორგანოში ოფიციალური განაცხადის მიღებიდან საკითხი 2 კვირის ვადაში უნდა განიხილონ.

„რადგან სასამართლო კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა პროცესი ინაცვლებს პარლამენტში. მას შემდეგ რაც ოფიციალური ინფორმაცია შემოვა, ოფიციალური განხილვის და კენჭისყრის გრაფიკი  უნდა შედგეს. ვვარაუდობ, რომ გამოიგზავნება და ხვალინდელ ბიუროზე წარმოვადგენთ დადგენილების პროექტს. პარლამენტს შეტყობინების მიღებიდან 2 კვირა აქვს, რომ განიხილოს და კენჭი უყაროს ამ საკითხს, ვინაიდან ჩვენ მიმდინარე კვირა სასესიო გვაქვს, მომავალი კი არ არის სასესიო, მიმდინარე კვირაში აჯობებს ამ საკითხის განხილვა. ამიტომ ხვალ, ბიუროზე დადგენილების პროექტს წარმოგიდგენთ, რომელიც პლენარულ სხდომაზე ხვალ გავა.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება, რომელიც ასევე იმ პირის მოწვევას ითვალისწინებს, რომლის მიმართაც იმპიჩმენტის საკითხი განიხილება. ჩვენ დავუკავშირდებით პრეზიდენტის აპარატს და ვკითხავთ თუ ექნება მას მონაწილეობის სურვილი და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. პარლამენტი ამ საკითხს განიხილავს და კენჭს უყრის. როგორც იცით, იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას 100 ხმა სჭირდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები