მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი ილია თოფურიას ღირსების ორდენით დააჯილდოებს - დაესწრებიან თუ არა ცერემონიას კობახიძე და პაპუაშვილი?

თოფურია კობახიძე

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ილია თოფურიას დაჯილდოებაზე პრეზიდენტის სასახლეში ეპატიჟება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქმე ის არის, რომ პრემიერმა ილია თოფურია ღირსების ორდენის დაჯილდოებაზე წარადგინა.

„როგორც გუშინ იქნა შეთანხმებული ილია თოფურიასთან, მისი დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში 19:00 საათზე ჩატარდება.

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას მიესალმება და ეთანხმება.

პრეზიდენტი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება. სამივე შტოს მონაწილეობა ამ ცერემონიაში ასეთ საკითხებზე ეროვნული თანხმობის ნიშანია“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაპატიჟებული არ არის, შესაბამისად, ეს საკითხი არ განიხილება.

"ზურაბიშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი, ეს არის მისი ოფიციალური თანამდებობა, კონსტიტუციის დარღვევის მიუხედავად, ოპოზიციის ხარჯზე შეინარჩუნა ეს თანამდებობა. ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას წარდგინების საფუძველზე. იმისთვის, რომ ილია თოფურიას დავუფასოთ ძალიან დიდი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე, რაც მან მოიპოვა თავისი შრომით, პატრიოტიზმით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ აქტის განხორციელება, ამიტომ მე და შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, მივმართეთ პრეზიდენტს შესაბამისი წარდგინებით. ჩვენ იქ არც დაპატიჟებული ვართ და არც განიხილება ეს საკითხი. გვქონდა ამ დღეებში ურთიერთობა ილია თოფურიასთან, რაც ძალიან ძვირფასია, დანარჩენი ჩვენი საკითხი არ არის", - თქვა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები