მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტი პროცესზე მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა, ამიტომ არ ჩამოვიდა ბათუმში

ირაკლი კობახიძე

პრეზიდენტი ამ პროცესზე იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორ მდგომარეობაშიც არიან დღეს პრეზიდენტის წარმომადგენლები - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლებს აბსურდის მტკიცება უწევთ.

„პრეზიდენტი ამ პროცესზე იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორ მდგომარეობაშიც არიან დღეს პრეზიდენტის წარმომადგენლები. ვხედავთ, რომ ისინი არიან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, უწევთ აბსურდის მტკიცება.

ძალიან მძიმეა მათი მდგომარეობა. შესაბამისად, შევდივარ ამ მდგომარეობაში. პრეზიდენტი თვითონ რომ ჩამოსულიყო, ბუნებრივია, თვითონ მოუწევდა ამ მდგომარეობაში ყოფნა, რაც მისთვის იყო მიუღებელი და სწორედ ამიტომ არ ჩამოვიდა ბათუმში.

ხვალ გაგრძელდება პროცესი, სადაც დამატებით წარვადგენთ ჩვენს პოზიციას. ასევე, კითხვა-პასუხი იქნება ხვალინდელ პროცესზე და ამის შემდეგ წარვადგენთ ჩვენს შემაჯამებელ სიტყვას, სადაც  წარმოდგენილი იქნება ყველა არგუმენტი.

ჩვენ არ ვიყენებთ არაკეთილსინდისიერ მეთოდებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოების მიმართ, თუმცა არიან ძალები, რომლებიც არაკეთილსინდისიერი მეთოდებით მუშაობენ იმ თანამდებობის პირებზე, რომლებსაც ეწოდებათ დამოუკიდებლები, თუმცა, სამწუხაროდ, კარგავენ დამოუკიდებლობას“, – აღნიშნა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები