მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევისთვის მიმდინარე 5-საათიანი კენჭისყრის პროცესი დასრულდა. ხმის მიცემის პროცედურა პარლამენტის შენობაში 09:00 საათზე დაიწყო და 14:00 საათამდე გაგრძელდა.
„კენჭისყრის პროცესი დასრულებულია... გადავინაცვლებთ სხდომათა დარბაზში, სადაც ხმებს დავითვლით და გაგაცნობთ შედეგებს“,- განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.
არჩევნები ახალი წესით, არაპირდაპირი გზით ჩატარდა და ქვეყნის ისტორიაში პირველად - პრეზიდენტს 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგია ირჩევს. 300 წევრიდან "ქართულ ოცნებას" 211 წარმოადგენდა. ერთადერთ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს კი გამარჯვებისთვის 200 ხმა სჭირდება.
პროცესში არ მონაწილეობდა ოპოზიცია. ამასთან, აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს ორი წევრი. ამასთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ადა მარშანიამ, საპრეზიდენტო არჩევნებში ერთადერთი კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის არჩევაზე უარი განაცხადა და საარჩევნო ყუთში ცარიელი ბიულეტენი ჩააგდო.
არჩევნების პარალელურად, პარლამენტთან დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველებიც.




























