აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ადა მარშანიამ, საპრეზიდენტო არჩევნებში ერთადერთი კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის არჩევაზე უარი განაცხადა და საარჩევნო ყუთში ცარიელი ბიულეტენი ჩააგდო.
მარშანიას თქმით, მიხეილ ყაველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად არჩევით, "ქართულმა ოცნებამ" ზიანი ქვეყანასთან ერთად, თავის თავსაც მიაყენა.
"უფრო უკეთესად უნდა მოგეფიქრებინათ. თქვენ ყველამ ერთად ამით საქართველოსაც ზიანი მიაყენეთ და თქვენს თავსაც, როგორ პოლიტიკურ ძალას. მე არ შემოვხაზავ, ცარიელს, შემოუხაზავს ვაგდებ და ხმამაღლაც ვამბობ", - განაცხადა ადა მარშანიამ პარლამენტში.
საქართველოს პარლამენტში ამ წუთებშიც მიმდინარეობს 300 ხმოსნის მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევის პროცესი. ცესკოს ინფორმაციით, 11:30 საათისთვის, ხმა საარჩევნო კოლეგიის 170-მა წევრმა მისცა და "არჩევნები შედგა".
პროცესში არ მონაწილეობს ოპოზიცია. ამასთან, აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს ორი წევრი ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაში მონაწილეობას არ აპირებს.




























