ირაკლი კობახიძემ მოიწონა მიხეილ ყაველაშვილის განკარგულება, რომლის თანახმადაც მაკა ბოჭორიშვილს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი ენიჭება.
დოკუმენტის თანახმად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მთავრობამ მოიწონა საქართველოს პრეზიდენტის 2026 წლის 28 ოქტომბრის №28/10/01 განკარგულება და განახორციელა მასზე თანახელმოწერა.
ბოჭორიშვილის გარდა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის რანგი კიდევ ხუთ პირს, მათ შორის ვარლამ [ვაკო] ავალიანს მიენიჭა.
შეგახსენებთ, მაკა ბოჭორიშვილი 2024 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებს. ის პროფესიით დიპლომატია და საგარეო უწყებაში, ბელგიაში, ავსტრიასა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ხოლო 2020–2024 წლებში მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატიც იყო.
























