მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყავის ინდუსტრიის წლიური ბრუნვა $100 მილიარდს აჭარბებს - TOP მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნები

ყავა

წყლის და ჩაის შემდეგ ყავა მსოფლიოში ყველაზე ფართოდ მოხმარებადი სასმელია. პლანეტის მოსახლეობა ყოველდღიურად 2.25 მილიარდ ფინჯანს ყავას მოიხმარს, ინდუსტრიის წლიური ბრუნვა კი 100 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

მსოფლიოში ყავის მარცვლის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანა ბრაზილიაა, რომელიც უკვე მრავალი წელია ამ ტიტულს არ თმობს. 2022 წელს ბრაზილიამ 3.5 მილიონი ტონა ყავის მარცვალი აწარმოა, რაც გლობალური მოცულობის 30%-ია. 1.8 მილიარდი ტონით მეორე უმსხვილესი მწარმოებელი ვიეტნამია, მესამე ადგილზე კი კოლუმბია ხვდება, სადაც შარშან ყავის 858 000 ტონა მოსავალი მიიღეს.

ყავის მარცვლის უმსხვილესი მწარმოებლების ხუთეულში დარჩენილი პოზიციები ასე ნაწილდება:

ინდონეზია - 642 000 ტონა;
ეთიოპია - 441 000 ტონა.

რაც შეეხება ექსპორტს. 2022 წელს ყავის გლობალურმა ექსპორტმა 46.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ხუთწლიან პერიოდში ზრდის 51%-იანი მაჩვენებელია.

ექსპორტის 49% ხუთ ქვეყანაზე მოდის და ამ ქვეყნებს შორის ლიდერი ცხადია ბრაზილიაა. ქვეყანა ყავის მთლიანი ექსპორტის 18.4%-ს აკონტროლებს, მხოლოდ გასულ წელს ბრაზილიიდან ექსპორტირებულმა ყავის მოცულობამ 8.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

მეორე უმსხვილესი ექსპორტიორი კი კოლუმბიაა, საიდანაც 2022 წელს 4.1 მილიარდი დოლარის ყავის ექსპორტი განხორციელდა.

ყავის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში დარჩენილი ადგილები კი ასე ნაწილდება:

შვეიცარია - 3.4 მილიარდი დოლარი;
გერმანია -3.39 მილიარდი დოლარი;
ვიეტნამი - 3.23 მილიარდი დოლარი.

ყავის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, კლიმატური პირობების გაუარესებისა და ტემპერატურის მატების გამო ყავის მოსავალი 2022-2023 სეზონისთვის წინა წლებთან შედარებით 15%-ით შემცირდა, რამაც პირდაპირპროპორციულად პროდუქტზე ფასის ზრდა გამოიწვია. მათივე პროგნოზით, არსებული რეალობის გათვალისწინებით, მომდევნო წლებში კარგი ყავის მოყვანა ქვეყნებისთვის კიდევ უფრო რთული ამოცანა გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები