მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყავის საერთაშორისო ბრენდი „მიკელკოფი“ (Mikel Coffee) საქართველოშია!

ყავის საერთაშორისო ბრენდი Mikel Coffee საქართველოს ბაზარზე შემოვიდა. ბრენდის პირველი ობიექტი თბილისში, ჭავჭავაძის 26 ნომერში, გაიხსნა. Mikel Coffee 2008 წელს საბერძნეთში დაარსებული ყავის მაღაზიათა ქსელია, რომელიც დღეს მსოფლიოს 20 ქვეყანაში 400-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი. როგორც კომპანიაში განმარტავენ, Mikel Coffee Georgia-ს პროდუქცია ყველა ტიპის, ასაკისა და გემოვნების ადამიანზე არის მორგებული. Mikel Coffee-ის ყავა 100%-იანი არაბიკაა, რომლის მარცვლებიც საგულდაგულოდ ბრაზილიის, ცენტრალური ამერიკისა და აფრიკის პლანტაციებში არის შერჩეული. კომპანიაში განმარტავენ იმასაც, რომ განსაკუთრებული არომატის მისაღწევად დიდი ყურადღება ეთმობა ისეთ ნიუანსებს, როგორიც არის: წყლის ფილტრაცია, ყინულის გრამაჟი და ასევე ჭიქის ხარისხი.

ეკატერინე კაკაურიძე - "მიკელ ქოფი ჯორჯია", რეგიონალური მენეჯერი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები