მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთი ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად რეფერენდუმს ჩაატარებს

თოყაევი

პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის თქმით, ყაზახეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის აშენების გადასაწყვეტად რეფერენდუმი გაიმართება.

ქვეყნის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია, ამ იდეას განიხილავს, რადგან ყაზახეთს ენერგიის გენერაციის მოცულობის ზრდა სჭირდება. ატომური სადგურის ასაშენებლად სავარაუდო ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში უკვე არჩეულია, პროექტის პოტენციურ პარტნიორად კი რუსული “როსატომი” განიხილება.

ზოგიერთი აქტივისტი ამ პროექტის წინააღმდეგ გამოდის. მიზეზად ქვეყნის უსაფრთხოება სახელდება, რადგან ყაზახეთს საბჭოთა პერიოდში ატომური იარაღის გამოცდის ხანგრძლივი ისტორია აქვს. 

“ერთი მხრივ, ყაზახეთს, რომელიც ურანის მსოფლიოში წამყვანი მწარმოებელია, აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი ატომური ელექტროენერგია, თუმცა, მეორე მხრივ, ბევრ მოქალაქესა თუ ექსპერტს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვთ” - განაცხადა თოყაევმა.

რეფერენდუმის თარიღი დანიშნული ჯერ არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები