ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა რესპუბლიკის მთავრობის გადადგომის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. ქვეყნის კონსტიტუციის 69-ე მუხლისა და შესაბამისი ორგანული კანონის თანახმად, მინისტრთა კაბინეტი ახლად არჩეული საკანონმდებლო ორგანოს წინაშე უფლებამოსილებას ავტომატურად იხსნის.
პრეზიდენტის განკარგულებით, მოქმედ მთავრობას მოვალეობების შესრულება მინისტრთა ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე დაევალა.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები 24 აგვისტოს გაიმართა, სადაც დამაჯერებელი გამარჯვება წელს შექმნილმა მმართველმა პარტიამ, Adilet-მა მოიპოვა. ორგანიზაციამ ამომრჩეველთა ხმების 71.2% მიიღო და საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით შევიდა. შესაბამისად, ახალი მთავრობა სწორედ Adilet-ის წევრებით დაკომპლექტდება.
ცნობისთვის, ყაზახეთში ერთპალატიან საკანონმდებლო ორგანოს "პარლამენტის" ნაცვლად ოფიციალურად "ყურულთაი" ეწოდა. აღნიშნული ცვლილება ქვეყნის ახალ კონსტიტუციას ეფუძნება, რომელიც პრეზიდენტ თოყაევის 19 აგვისტოს განკარგულებით შევიდა ძალაში.




























