ყაზახეთი 2025 წლისთვის აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტით ნავთობის ტრანზიტის მოცულობის 1.7 მლნ ტონამდე გაზრდას გეგმავს. როგორც გამოცემა „ტრენდი“ წერს, ამის შესახებ "ყაზმუნაიგაზის" საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ყურმანგაზი ისკაზიევმა განაცხადა.
მისი თქმით, ყაზახური ნავთობის ტრანზიტის მოცულობა SOCAR-თან გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში აქტაუ-ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენით 27%-ით, 1.4 მლნ ტონამდე გაიზარდა. წელს კი, ამ რიცხვის კიდევ უფრო ზრდაა დაგეგმილი.
ცნობისთვის, „ყაზმუნაიგაზსა“ და აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ს შორის შეთანხმება ყაზახური ნავთობის ტრანზიტის შესახებ 2022 წელს გაფორმდა.
2023 წლის მარტში სატესტო მოცულობის 7000 ტონა ნავთობი კაშაგანის საბადოდან აზერბაიჯანის გავლით გადაიზიდა.
2024 წელს კი, ჯამში ყაზახეთიდან გადაზიდულმა ნავთობის მოცულობამ 83.5 მლნ ტონა შეადგინა, რაც 4%-ით მაღალია წინა წელთან შედარებით.