სექტემბერში, საკვებ პროდუქტებს შორის ყველაზე მეტად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 74.3%-ით ნიორი გაძვირდა. ხოლო, წინა თვესთან შედარებით ფასის ზრდა 20.3%-ია.
საქსტატისვე მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 1.3 მლნ აშშ დოლარის 1 489 ტონა ნიორი იყიდა, რაც თანხაში 31%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო რაოდენობრივად 15.9%-ით.
იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი კი ასეთია:
- ყაზახეთი - $721.8 ათასის 666.4 ტონა;
- ჩინეთი $250.4 ათასის 348 ტონა;
- ირანი - $222.9 ათასის 343.7 ტონა;
- ყირგიზეთი - $85.5 ათასის 66 ტონა;
- თურქეთი - $36.7 ათასის 65.3 ტონა.
იმპორტდამოკიდებულების პარალელურად, საქართველომ წელს 236.4 ათასი აშშ დოლარის 224.3 ტონა ნიორი გაყიდა. რუსეთში, სომხეთში და აზერბაიჯანში.