მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყაზახეთი ხორბლის ექსპორტის სუბსიდირებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მიმართულებითაც

ხორბალი

ყაზახეთი ხორბლის ექსპორტის სუბსიდირებას გეგმავს. მიზეზი 2024 წელს რეკორდული მოსავალია, რომლის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის მარცვლეულის ექსპორტის სუბსიდირება განიხილება.

ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განსახილველად წარადგინა ხორბლის ექსპორტის ღირებულების შემცირების მიზნით სუბსიდირების პროექტი. საუბარია ამ მიზნებისთვის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 40 მილიარდი ტენგეს გამოყოფაზე, რაც შესაძლებლობას იძლევა 2 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი წახალისდეს. გეგმის მიხედვით, ექსპორტის მიმართულებიდან გამომდინარე, ტრანსპორტირების ხარჯების სუბსიდირება ტონაზე 20 ათასი ან 30 ათასი ტენგე [$40 - $60] იქნება.

მოსალოდნელია სუბსიდიების გადახდა მარცვლეულის ტრანსპორტირებისას შემდეგი მიმართულებით:

  • ტრანზიტი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიით აზოვის, შავი და ბალტიის ზღვების პორტების მიმართულებით - 20 ათასი ტენგე ტონაზე;
  • ტრანზიტი რუსეთის ფედერაციის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის ტერიტორიით ბალტიის ზღვის პორტების მიმართულებით - 30 ათასი ტენგე ტონაზე;
  • ტრანზიტი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დანიშნულებით ლატვია , ლიეტუვა და ესტონეთი - 20 ათასი ტენგე ტონაზე;
  • ტრანზიტი აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის პორტების მიმართულებით - ტონაზე 30 ათასი ტენგე;
  • ტრანზიტი თურქმენეთის ტერიტორიის გავლით ავღანეთში - 20 ათასი ტენგე ტონაზე;
  • ტრანზიტში თურქმენეთის გავლით დანიშნულებით ირანში - 20 ათასი ტენგე ტონაზე;
  • ტრანზიტი ჩინეთის ტერიტორიით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მიმართულებით - 30 ათასი ტენგე ტონაზე;
  • აზერბაიჯანში, საქართველოს და სომხეთში - ტონაზე 20 ათასი ტენგე.

ყაზახური მედია წერს, რომ დისკუსიები 16 თებერვლამდე გაგრძელდება და დამტკიცების შემთხვევაში იმოქმედებს 2025 1 სექტემბრის ჩათვლით, ანუ შემდეგი მოსავლის მასობრივ აღებამდე. ამ გზით, ყაზახეთი მოსავლის დასაბინავებლად ინფრასტურქტურის გამოთავისუფლებას შეძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები