მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთიდან საქართველოში ინვესტიციები 15-წლიან მაქსიმუმზეა - FDI-ის მიმღები TOP-კომპანიები

ყაზახეთი

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში ყაზახეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 33%-ით გაიზარდა და 43 მილიონი დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ ეს 2008 წლის შემდეგ ყაზახეთიდან შემოსული FDI-ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2024 წლის პირველ კვარტალში კი ყაზახეთიდან 4.6 მილიონი დოლარის ინვესტიციაა შემოსული.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ინიციატივით, უკვე მეოთხე წელია თიბისი კაპიტალი ყაზახურ-ქართული ეკონომიკური კავშირების კრებსით (2006 წლიდან) სტატისტიკას ამზადებს. უახლესი, 2006-2023 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ვაჭრობასთან და ტურიზმთან ერთად ინვესტიციებსაც მოიცავს, ბოლო სამ წელში, ყაზახეთიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ზრდის ტენდენციით ხასიათდება და 2005-2023 წლის მონაცემებით, ყაზახეთი 20 უმსხვილეს ინვესტორ ქვეყანაში შედის. ამ პერიოდში ყაზახეთის წილი ცენტრალური აზიის რეგიონიდან ქვეყანაში შემომავალ ინვესტიციებში 93% იყო.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყაზახეთიდან საქართველოში ყველაზე მეტი FDI საფინანსო სექტორში ჩაიდო. 2023 წლის მონაცემებით კი, ყველაზე მეტი ყაზახური ინვესტიცია შემდეგმა სექტორებმა მიიღეს: ტრანსპორტირების, საფინანსო, სამშენებლო, HORECA. ინვესტიციების 70% საფინანსო და ტრანსპორტირების სექტორებზე მოდის.

გასული წლის მონაცემებით, ყაზახეთიდან ინვესტიციის მიმღები TOP-10 კომპანია შემდეგია (არაა დალაგებული რეიტინგის მიხედვით):

  • American Monolith
  • Batumi Oil Terminal
  • Golden Cars
  • Medical Technology
  • KPMG Georgia
  • Iceberg Poti
  • JSC Air Astana Georgia
  • G and G +
  • Vertex
  • Asia Group

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები