ყაზახეთი „შუა დერეფანში“ ტვირთბრუნვის გაზრდის მიზნით აქტაუსა და კიურიკის პორტების დაღმავების სამუშაოებს ახორციელებს. კიურიკის პორტში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები კონტრაქტორმა იან დე ნურმა, ვადაზე ადრე, რეკორდრდულად მოკლე დროში 4 თვეში დაასრულა. ამ დროისათვის პორტის არხში ფსეკერის სიღრმე 7 დან 8 მეტრამდეა, გემების გამტარუნარიანობის გაზრდისთვის გაზრდისთვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები ჩატარდება აქტაუს პორტშიც. ეს ორივე პორტი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ნაწილებია და აქტიური როლი უნდა ითამაშოს შუა დერეფნის ტვირთბრუნვაში. პარალელურად, ყაზახეთი ჩინეთთან ერთად აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის მშენებლობას აანონსებს. ტერმინალის მშენებლობა 2025 წლის ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს, რაც პორტის გამტარუნარიანობას დაახლოებით 300 ათას ერთეულ კონტეინერამდე გაზრდის. აქტაუს პორტში ახალი, სასუქების ტერმინალის აშენებას გეგმავს პარტნიორებთან ერთად ქართული Wondernet Group -ი.
ჩინეთის ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობით კი, დაანონსდა ინტერმოდალური სატვირთო ტერმინალის მშენებლობა ასევე კასპიის ზღვაზე თუმცა მეორე მეორე სანაპიროზე ბაქოს პორტშიც-- რა ტენდენციებია - შუა დერეფანში ინფრასტრუქტურის გაფართოების მიმართულებით და რეალურად რა მოცულობის ტვირთის გატარება შეეძლება აზიიდან ევროპისკენ უახლოეს წლებში ტრანსკასპიურ სატრანსპორტო მარშრუტს.
სტუმარი: ლევან სულაბერიძე - ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე;