ყაზახეთის მთავრობა გადადგა, - შესაბამის დოკუმენტს ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მოაწერა. როგორც პრეზიდენტის ბრძანებიდან ვიგებთ, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას რომან სკლიარი შეასრულებს, რომელიც ამ დრომდე, პირველი ვიცე-პრემიერი იყო.
ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რატომ დატოვა თანამდებობა ალიხან სმაილოვმა, რომელიც ყაზახეთის მინისტრთა კაბინეტს 2022 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა.
ყაზახური მედიასაშუალების, “ყაზინფორმის” შეფასებით, ალიხან სმაილოვის გადადგომა იმ პრობლემებს უკავშირდება, რომლებიც ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით გასული ორი წლის განმავლობაში ჩნდებოდა - საუბარია ქვეყნის მასშტაბით ცენტრალური გათბობის სისტემაში არსებულ პრობლემებზე და რამდენიმე ხანძარზე, რომელთაც ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა.