ყაზახეთმა კვერცხის იმპორტი ექვსი თვით შეაჩერა. ამის შესახებ ყაზახური მედია წერს.
როგორც ადგილობრივი გამოცემა წერს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ბრძანება 21 აპრილს გამოქვეყნდა.
ბრძანების მიხედვით, აკრძალვა არ ეხება ქათმის კვერცხის ტრანზიტს. იგი ყაზახეთის ტერიტორიაზე დაშვებული იქნება და აკრძალვას არ ექვემდებარება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კვერცხის იმპორტის დროებით აკრძალვა მიზნად ისახავს ადგილობრივი მწარმოებლების მხარდაჭერას და შიდა ბაზრის დაცვას.
ცნობისთვის, ყაზახეთი პერიოდულად აწესებს ასეთ შეზღუდვებს. ქათმის კვერცხის იმპორტის წინა აკრძალვა 2025 წლის დეკემბერში შემოიღეს და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა.




























