ყაზახეთში, ყარაღანდელმა გეოლოგებმა იშვიათი ლითონების საბადო აღმოაჩინეს, რომლის მოცულობა მილიონ ტონამდეა. წერს ყაზახური მედია.
„ცენტრგეოლოგგადაღების“ ინფორმაციით, კვლევითი სამუშაოების დროს, წიაღის გეოლოგიური კვლევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იშვიათი მეტალების რესურსის რამდენიმე პერსპექტიული მოედანი აღმოაჩინეს.
ეს რეგიონი ასტანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 300 კმ-ში, ყარაღანდის ოლქში, კარკარალინსკის ჩრდილო-აღმოსავლეთით 100 კმ-ში მდებარეობს.
გამოვლენილი იშვიათი დედამიწის საბადოებს და ტერიტორიებს, რომლებიც შესაძლოა წიაღისეულით მდიდარი იყოს, მომავალში შეუძლიათ ყაზახეთი მსოფლიოში წამყვან პოზიციებზე დააყენოს - წერს ყაზახური მედია. მათივე შეფასებით, ეს საშუალებას მისცემს იშვიათი ლითონების მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის სწრაფ განვითარებას.
შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას დახმარება გაგრძელდება, თუ ის აშშ-ს უკრაინაში არსებულ იშვიათი ლითონების საბადოებს გადასცემს. უკრაინის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტისას ეს შეთანხმება არ შედგა. რამდენიმე დღის წინ კი უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კიევმა მიიღო აშშ-სგან ახალი შეთანხმების პროექტი იშვიათ მინერალებზე, რომელიც „სრულიად განსხვავდება წინა ჩარჩო დოკუმენტისგან“.




























