საქართველოს ყაზახეთში ახალი ელჩი ეყოლება. შესაბამისი განკარგულება „ოცნების“ მთავრობამ უკვე გამოსცა.
კერძოდ, 2025 წლის 4 აგვისტოდან ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე "ოცნების" მიერ არჩეულ პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინა ლევან დიასამიძის კანდიდატურა.
აღსანიშნავია, რომ დიასამიძე ამ დრომდე მოლდოვაში იკავებს საქართველოს ელჩის პოზიციას. შესაბამისად, მისი ამ პოსტიდან გათავისუფლება და ყაზახეთში გადაყვანა იგეგმება. ვინ ჩაანაცვლებს დიასამიძეს მოლდოვაში, ჯერ უცნობია.
ცნობისთვის, ლევან დიასამიძეს მოლდოვაში ელჩის პოსტის დაკავებამდე, 2019-2022 წლებში მაინის ფრანკფურტში გენერალური კონსულის პოზიცია ეკავა, 2015-2019 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. მანამდე ის იყო დესპანი ავსტრიაშიც.
ამ დრომდე ყაზახეთში ელჩის თანამდებობა ნიკა ლალიაშვილს ეკავა, რომელიც უნგრეთში ელჩი გახდა.




























