მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყაზახი ინვესტორები საქართველოში მზარდ ინვესტირებას გეგმავენ“ - „სიმეტრია“

სიმეტრია

ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრიაში“ აცხადებენ, რომ ყაზახური ინვესტორების დაინტერესება ქართული უძრავი ქონების ბაზრისადმი კვლავ მაღალია. როგორც კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელმა დავით ბუაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, ინტერესის სფეროს თბილისთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიც წარმოადგენს.

კომპანიაში ფიქრობენ, რომ ბაზარი ჯანსაღია და მოთხოვნა მზარდი ტენდენციით ხასიათდება.

„ინტერესის თბილისის და არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს უძრავი ქონებისადმი მზარდია, ექსპოზეც შეიმჩნევა ეს. მაგალითად, ინტერესი დიდია ისრაელიდან, ყაზახეთიდან. ჩვენი პროექტები ყაზახური ინვესტიციით არის აშენებული, აქედან გამომდინარე ინტერესი ყაზახი ხალხის მხრიდანაც მაღალია.

ყაზახი ინვესტორები საქართველოში მზად ინვესტირებას გეგმავენ და აგრძელებენ სხვადასხვა ლოკაციების შესწავლას იმისთვის, რომ საერთო ინტერესებით შევქმნით ფასეულ უძრავ ქონება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალყურს ბაზარს, პულსაციაზე გვიჭირავს ხელი და ვფიქრობთ, რომ ბაზარი განაგრძობს სტაბილურობას“, - განაცხადა ბუაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები