მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახურ-ქართული ურთიერთობები

ყაზახურ-ქართული ურთიერთობები
27.11.24 18:20
978

ყაზახეთის რესპუბლიკა

ყაზახეთი მსოფლიოში მეცხრე ყველაზე დიდი ქვეყანაა, რომლის ფართობიც (2,724,900 კმ²) დასავლეთ ევროპის ფართობს უტოლდება. ეს არის მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფო, რომელსაც არ გააჩნია წვდომა ოკეანეებზე და ესაზღვრება კასპიის ზღვა. ქვეყნის 94.5% აზიაში მდებარეობს, ხოლო 5.5% (დაახლოებით 148,000 კმ²) – ევროპაში, რაც საბერძნეთის (131,957 კმ²) ფართობის თანაბარია.

მთლიანი შიდა პროდუქტი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მონაცემებით, 2024 წლის აპრილისთვის ყაზახეთში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის შესაბამისად) მაჩვენებელი 14,700 აშშ დოლარს შეადგენს, რაც აღემატება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა რუსეთი (14,390 აშშ დოლარი), ჩინეთი (13,140 აშშ დოლარი), საქართველო (8,830 აშშ დოლარი), სომხეთი (8,580 აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (7,640 აშშ დოლარი), ბელარუსი (7,560 აშშ დოლარი), უზბეკეთი (2,670 აშშ დოლარი), ყირგიზეთი (1,920 აშშ დოლარი) და ტაჯიკეთი (1,270 აშშ დოლარი).

2023 წლის მონაცემებით, ყაზახეთის მშპ 264 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. პროგნოზის თანახმად, 2029 წელს ეს მაჩვენებელი 450 მილიარდ აშშ დოლარამდე უნდა გაიზარდოს. ამისთვის საჭიროა, რომ მშპ წლიური ზრდის ტემპმა საშუალოდ 6% შეადგინოს.

იხ. მშპ-ის ზრდის დინამიკა:

2023 წელი – 5.1%

2022 წელი – 3.3%

2021 წელი – 4.3%

საგარეო ვაჭრობა

2023 წელს ყაზახეთის საგარეო ვაჭრობის მოცულობამ 139.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (ექსპორტი – 78.7 მილიარდი, იმპორტი – 61.1 მილიარდი), რაც წინა წელთან შედარებით 3.2%-ით გაიზარდა.

ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორები (ტოპ 10):

ჩინეთი – 31.5 მილიარდი აშშ დოლარი (22.5%)

რუსეთი – 26 მილიარდი (18.6%)

იტალია – 16.1 მილიარდი (11.5%)

სამხრეთ კორეა – 6 მილიარდი (4.3%)

თურქეთი – 6 მილიარდი (4.3%)

ნიდერლანდები – 4.4 მილიარდი

უზბეკეთი – 4.4 მილიარდი

საფრანგეთი – 4.2 მილიარდი

აშშ – 4.1 მილიარდი

გერმანია – 3.9 მილიარდი

ძირითადი საექსპორტო პროდუქცია

ნავთობი – 42.3 მილიარდი აშშ დოლარი (53.8%)

ურანი – 3.4 მილიარდი (4.4%)

სპილენძის ნაწარმი – 3.2 მილიარდი (4.1%)

სპილენძის მადანი – 3 მილიარდი (3.9%)

ფეროსხეულები – 2.3 მილიარდი (3%)

ბუნებრივი გაზი – 2.1 მილიარდი (2.6%)

ხორბალი – 1.8 მილიარდი (2.4%)

ნავთობპროდუქტები – 1.1 მილიარდი (1.4%)

ძირითადი საიმპორტო პროდუქცია

დანადგარები და ელექტო-ტექნიკა – 15.5 მილიარდი აშშ დოლარი (25.3%)

ავტოტრანსპორტი და მისი ნაწილები – 7.8 მილიარდი (12.7%)

ფერადი ლითონები – 5.6 მილიარდი (9.2%)

სასურსათო პროდუქტები – 4.8 მილიარდი (7.8%)

ტექსტილი – 4.8 მილიარდი (7.8%)

ინვესტიციები

1993 წლიდან ყაზახეთის ეკონომიკაში მოზიდული ინვესტიციების საერთო მოცულობა 441 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 2005 წლიდან ძირითადი ინვესტორები (ტოპ-10): ნიდერლანდები, აშშ, შვეიცარია, ჩინეთი, რუსეთი, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, ბელგია, სამხრეთ კორეა, იაპონია.

2023 წლის მონაცემებით, ყაზახეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მთლიანი შემოდინება 23.4 მილიარდი აშშ დოლარი იყო. ძირითადი ინვესტორები (ტოპ-10):

ნიდერლანდები – 6.0 მილიარდი

რუსეთი – 2.8 მილიარდი

შვეიცარია – 2.1 მილიარდი

ჩინეთი – 1.7 მილიარდი

სამხრეთ კორეა – 1.2 მილიარდი

აშშ – 1.0 მილიარდი

ბელგია – 1.0 მილიარდი

საფრანგეთი – 884 მილიონი

არაბთა გაერთიანებული საამიროები – 868.8 მილიონი

გაერთიანებული სამეფო – 794.5 მილიონი

ტრანსპორტი

ყაზახეთის ტერიტორიაზე გადის 13 საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი, მათგან 5 სარკინიგზო და 8 საავტომობილო. 2023 წელს სატრანზიტო გადაზიდვების მოცულობამ 32 მილიონ ტონას მიაღწია. პროგნოზის თანახმად, 2029 წლისთვის ეს მაჩვენებელი 35 მილიონ ტონამდე უნდა გაიზარდოს.

„შუა დერეფნის“, რომლის სიგრძე 6,180 კმ-ია, გამტარიანობა 6 მილიონ ტონას შეადგენს, მათ შორის 100,000 TEU.

2023 წელს „შუა დერეფნის“-ის მარშრუტით ტრანსპორტირებული ტვირთების მოცულობა 2.76 მილიონ ტონას შეადგენდა, რაც 2022 წელთან შედარებით 65%-ით მეტია (1.7 მილიონი ტონა) და 2021 წელთან შედარებით სამჯერ მეტია (840,000 ტონა).

საერთაშორისო პარტნიორები დაინტერესებულნი არიან ამ ალტერნატიული მარშრუტის, რომელიც აკავშირებს ევროპასა და ცენტრალურ აზიას შემდგომი განვითარებით. 2024 წლის იანვარში ბრიუსელში გამართულ Global Gateway საინვესტიციო ფორუმზე, ევროკავშირმა განაცხადა, რომ ცენტრალური აზიის ურთიერთდაკავშირებულობის განვითარებაში 10 მილიარდ ევროს ჩადებდა.

იმავე ფორუმზე, ევროპის საინვესტიციო ბანკმა და EBRD-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმებს ყაზახეთთან, ყირგიზეთთან და უზბეკეთთან, აგრეთვე ყაზახეთის განვითარების ბანკთან, ჯამში 1.47 მილიარდი ევროს ოდენობით.

გარდა ამისა 2023 წელს ყაზახეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის ეროვნულმა კომპანიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ, რომელიც განავითარებს მულტიმოდალურ გადაზიდვებს ‘’შუა დერეფანზე’’. აღნიშნული პლატფორმა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მოემსახურება მარშრუტებს ჩინეთი–ევროპა და თურქეთი–ჩინეთი მიმართულებით.

მრეწველობა და ენერგეტიკა

ყაზახეთი შედის მსოფლიოს ტოპ 20 ქვეყნანას შორის ოქროს მარაგების თვალსაზრისით (18-ე ადგილი).

ქვეყანაში მოიპოვება მრავალი მყარი სასარგებლო წიაღისეული, ძირითადად: რკინა, სპილენძი, ურანი, თუთია, მოლიბდენი, ვოლფრამი, მანგანუმი, ოქრო, ალუმინი და სხვ. ყაზახეთის წილი მსოფლიო მარაგებში შეადგენს:

ვოლფრამი – 63%

ქრომი – 48%

ურანი – 14%

ვერცხლი – 6%

სპილენძი – 4%-ზე მეტი

ყაზახეთი მსოფლიოში უდიდესი ურანის მწარმოებელი და ექსპორტიორია, რომლის წილიც მსოფლიო წარმოებასა და ექსპორტში 40%-ს აჭარბებს.

ქვეყანაში არსებობს იშვიათი მიწის მეტალების 15 საბადო, რომლებიც განთავსებულია თურქესტანის, მანგისტაუს და კოსტანაის რეგიონებში. გამოვლენილია 600-მდე ტანტალის, ნიობიუმის და იშვიათი მიწის მინერალების საბადოები.

ძირითადი დაუმუშავებელი იშვიათი მეტალების მარაგები:

ვოლფრამი – 2.2 მილიონი ტონა

მოლიბდენი – 1 მილიონი ტონა

ლითიუმი – 75.6 ათასი ტონა

ტანტალი – 4.6 ათასი ტონა

ნიობიუმი – 28.1 ათასი ტონა

ბერილიუმი – 58 ათასი ტონა

ყაზახეთს ასევე გააჩნია მნიშვნელოვანი ნავთობისა და გაზის რესურსები და მსოფლიოში მეცხრე ადგილზეა დადასტურებული ნავთობის მარაგებით.

ყაზახეთი ასევე შედის მსოფლიოში ხორბლის ტოპ ექსპორტიორების ათეულში და ფქვილის ექსპორტით ერთ-ერთ ლიდერია.

ამასთან, ქვეყანაში მოიპოვება ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 34 „კრიტიკულად მნიშვნელოვან მასალათა“ 18 სახეობა.

მრავალრელიგიური დიალოგიახალი ყაზახეთის ბრენდი

სტაბილური შიდა პოლიტიკური მდგომარეობა ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მრავალეთნიკური სახელმწიფოსთვის.

ყაზახეთის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის მტკიცე ურთიერთობები. ქვეყანაში, სადაც 130-ზე მეტი ეთნოსი და ხალხი ცხოვრობს და წარმოდგენილია თითქმის ყველა ძირითადი რელიგია, რთულია ეთნიკური და რელიგიური მშვიდობის დამყარება.

ამ მიმართულებით ყაზახეთმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, მათ შორის, მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა ყრილობის დაწესება, რომელიც ყოველ სამი წელიწადში ერთხელ ტარდება. ეს უნიკალური მოვლენაა, როდესაც ერთ მაგიდასთან სხვადასხვა რელიგიური სამყაროს წარმომადგენელი იკრიბება, რაც ყაზახეთის საერთაშორისო რეპუტაციის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ყაზახეთი და საქართველო

ყაზახეთი და საქართველო სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყნებია, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გლობალურ ბაზრებზე ტრანსპორტირებისთვის შავი ზღვის გავლით.

ყაზახეთი საქართველოს მიმართულებას თვლის როგორც მნიშვნელოვან მარშრუტს ყაზახური ჰიდროკარბონატების მიწოდების დივერსიფიცირებისთვის. ამისთვის ყაზახეთს გააჩნია აქტივები, როგორიცაა ბათუმის ნავთობტერმინალი და ბათუმის საზღვაო პორტი, რომლებიც წარმატებით მუშაობენ ქართულ ბაზარზე.

ყაზახეთ-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა. ყაზახეთი ერთ-ერთი მთავარი ქვეყანაა იმ ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით, რომლებიც საქართველოს სტუმრობენ. 2022 წელს საქართველოს 120,494 ყაზახი ვიზიტორი ეწვია ტურიზმის მიზნით (8-ე ადგილი), ხოლო 2023 წელს ეს რიცხვი გაიზარდა 167,492-მდე (6-ე ადგილი). მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არაა. თუ დავაკვირდებით შემოსული ვიზიტორების ხარჯების განაწილებას ქვეყნის მოქალაქეობის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებით ყაზახები აღმოჩნდნენ პირველ სამეულში და ამ პერიოდში დახარჯეს დაახლოებით 670 მილიონი აშშ დოლარი საქართველოში.

ამ პროცესს ხელს უწყობს ტურისტულ სეზონზე (ივნისი-ოქტომბერი) ყაზახეთის ხუთი ქალაქიდან (ნურსულთანი, ალმაატი, აქთაუ, ატირაუ და შიმკენტი) საქართველოს სამ ქალაქში (თბილისი, ბათუმი და ქუთაისი) პირდაპირი ავიარეისების არსებობა.

2024 წლის 24-26 აპრილს, ალმაატაში გამართულ 22-ე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე "KITF 2024", მონაწილეობდნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები და 14 ტურისტული კომპანია, რომლებმაც წარმოადგინეს საქართველოს ქალაქების, მათ შორის აჭარის რეგიონში (ბათუმი) არსებული ტურისტული შესაძლებლობები.

ყაზახეთის საპატიო საკონსულო საქართველოში, რომლის რეზიდენციაც ბათუმშია, აქტიურად ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ყაზახეთ-საქართველოს ურთიერთ-სასარგებლო თანამშრომლობაში. საპატიო კონსულის ფუნქციებში შედის მეგობრული ურთიერთობების განვითარება, სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო, კულტურული და სხვა კავშირების გაფართოება, ასევე პარტნიორული ურთიერთობების განვითარება ბიზნეს წრეებს შორის.

გასულ წელს ბათუმში ნაურიზის აღსანიშნავად გაიმართა სადღესასწაულო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იყო ყაზახური ადათ-წესები და ტრადიციები. ღონისძიებამ სტუმრებს გააცნო ყაზახური კულტურული მემკვიდრეობის სილამაზე და სიმდიდრე.

კულტურული პროგრამის ფარგლებში საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს ეთნო-ფოლკლორულმა ჯგუფმა „აქშაღილ“-მა და მანგისთაუს ოლქის საცეკვაო ანსამბლმა „ჟორღა“. ღონისძიების სტუმრები, ბათუმის მცხოვრებლები და ტურისტები დიდი აღფრთოვანებით გაეცნენ მანგისთაუს ა. კეკილბაევის სახელობის რეგიონული ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატებს: ეროვნული ტანსაცმლისა და სამკაულების კოლექციას, რომელიც გამოფენილი იყო ყაზახურ იურტაში.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ყაზახური ადათ-წესების დემონსტრირება, როგორიცაა „ბატა ბერუ“ და „შაშუ შაშუ“, რომელმაც წარმოაჩინა ყაზახური კულტურული მემკვიდრეობის სილამაზე და სიმდიდრე. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ეროვნულ სპორტულ შეჯიბრებებში, მათ შორის „ასიყ ატუ“ და „არქან ტარტუ“ (თოკის გათრევა) და სხვ.

სადღესასწაულო დასტარხანზე/სუფრაზე წარმოდგენილი იყო ყაზახური სამზარეულოს მრავალფეროვანი კერძები, მათ შორის ნაურიზის მთავარი საგაზაფხულო ტრადიციული კერძი – „ნაურიზ კოჟე“. ნაურიზის დღესასწაულის კულმინაციად იქცა ტრადიციული რიტუალის „ტუსაუკესერ“-ის ჩატარება, რომელიც ბავშვის პირველი ნაბიჯების სიმბოლურ გადადგმას აღნიშნავს.

წელს, ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულის – ყაზახეთის რესპუბლიკის დღის – აღნიშვნის წინ, ბათუმში გაიმართა კონცერტი.

ღონისძიებაში მონაწილეობდა ყაზახეთის წამყვანი კამერული მუსიკის ანსამბლი – გაზიზა ჟუბანოვას სახელობის სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი, რომელიც გამოვიდა „ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი“-ის ფარგლებში. ფესტივალი ყოველწლიურად იმართება იუნესკოს პატრონაჟის ქვეშ და ბათუმის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ჩვენ სამომავლოდაც აქტიურად განვაგრძობთ ყაზახეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გამტკიცებასა და გაფართოებაზე მუშაობას.

სტატიის ავტორი : გიორგი აბაშიძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები