ყაზახურმა KazAzot-მა საქართველოს დერეფნით სასუქის გადაზიდვა დაიწყო.
KazAzot -ის ინფორმაციით, კომპანიამ თავისი პროდუქცია პირველად აქტაუს პორტის გავლით ექსპორტზე გაიტანა. ყაზახური ამონიუმის გვარჯილა გადაზიდვა 13 თებერვალს განხორციელდა. ტვირთი აზერბაიჯანის პორტ ჰოვსანის გავლით ბათუმის პორტში გადაიგზავნება.
არსებული გეგმით, 2024 წელს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით 50 000 ტონაზე მეტი მოცულობის ამონიუმის გვარჯილას გაგზავნა იგეგმება ფოთისა და ბათუმის პორტების მონაწილეობით.
კომპანია იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ყაზახეთში წარმოებული ამონიუმის გვარჯილა, ამ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჯაჭვის შედეგად, მთელ მსოფლიოში გადაეგზავნება საბოლოო მომხმარებლებს.