მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთი მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას გაატარებს - ყასიმ-ჟომართ თოყაევი

6379eea86b791
ვიქტორია მღებრიშვილი
20.11.22 13:53
644
ყაზახეთის მოქმედი პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებით, ყაზახეთი მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას გაატარებს, ამის შესახებ მან საარჩევნო უბანზე საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ყაზახური მედია ავრცელებს.

„ყაზახეთი გეოსტრატეგიული პოზიციის, ჩვენს ეკონომიკაში განხორციელებული 300 მლრდ დოლარისა და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ბაზარზე ტრანსნაციონალური საერთაშორისო კომპანიები მუშაობენ, ჩვენ უბრალოდ ვალდებულნი ვართ მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა გავატაროთ. არაერთხელ მითქვამს, რომ ყაზახეთი გაეროს წესდების ერთგული უნდა იყოს და მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკა უნდა ჰქონდეს. სწორედ ამით დავკავდებით ჩემი არჩევის შემთვევაში“, - განაცხადა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა.

ცნობისთვის: დღეს, 20 ნოემბერს ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. 11 მლნ -ზე მეტი მოქალაქე ქვეყნის პრეზიდენტს 6 კანდიდატიდან აირჩევს, რომელთა შორის მოქმედი პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევია. სწორედ მან მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს პარლამენტში გამოსვლისას ყაზახეთის განვითარების ხედვასთან ერთად წარმოადგინა წინადადება 2022 წლის შემოდგომაზე პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების შესახებ. მისი განცხადებით „ახალი სამართლიანი ყაზახეთის“ შენებისა და მის მიერ წარდგენილ განვითარების ახალ სტრატეგიის განხორციელება საკვანძო სახელმწიფო ინსტიტუტების გადატვირთვით უნდა დაიწყოს. ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ამგვარი განახლება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის წინადადების წამოყენებით დაიწყო. შესაბამის ბრძანებას კი ხელი 21 სექტემბერს მოეწერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები