მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთის 8 ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები იწყება - აჭარის მთავრობა

646c9cae769ad
მარიამ ვარადაშვილი
23.05.23 15:23
2201

ყაზახეთის 8 ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი ფრენები ივნისიდან დაიწყება.

კერძოდ, 10 ივნისიდან მთელი სეზონის განმავლობაში, კვირაში 2-ჯერ ასტანა-ბათუმის ფრენებს ავიაკომპანია SCAT განახორციელებს. როგორც BMG-ის აჭარის მთავრობის პრესსამსახურში უთხრეს ახალი მიმართულებებია: შიმკენტი, აქტაუ, აქტობე, ატირაუ და სხვა. 

ავიაკომპანიის მიმართულებების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ანდრეი ბიბერთან შეხვედრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გამართა. ფუტკარაძემ ავიაკომპანიის წარმომადგენელს ტურიზმის აღდგენის დინამიკა, ვიზიტორთა ზრდის სტატისტიკა და სექტორში დაგეგმილი პროექტები გააცნო.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები