მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აღდგა

61dc108f7c79a
სალომე ჭიპაშვილი
10.01.22 15:16
552
ყაზახეთის რამდენიმე ქალაქსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აღდგა. ერთადერთი ქალაქი, სადაც ფრენები ამ დროისთვის არ ხორციელდება, ალმა-ატაა. ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილმა ისაუბრა.

„ყაზახეთი არის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ტურიტული ბაზარი საქართველოსთვის. 2021 წელს ყაზახეთის 5 ქალაქიდან დაემატა დაბალბიუჯეტიანი ავიახაზები, რაც ამ ქვეყნიდან ტურისტების რაოდენობის რეკორდულ ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების გამო აეროპორტები ჩაკეტილი იყო, ხოლო ყველა რეისი გაუქმებული. საბედნიეროდ, ამ ეტაპისთვის ყაზახეთის ყველა კონფლიქტური კერა დამშვიდებულია, გარდა ალმა-ატისა და შესაბამისად, ავიამიმოსვლა ყველა ქალაქთან - ნურ სულთანთან, აქტაუსთან და ატირაუსთან, აღდგენილია, გგარდა ალმა-ატისა“, - აცხადებს გიორგი ჯახუტაშვილი.

საპროტესტო აქციები ყაზახეთში 2 იანვარს, საავტომობილო გაზის ფასის გაზრდის გამო დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ლიტრი თხევადი გაზი 60-დან 120 ტენგემდე გაიზარდა, თუმცა მალე ეკონომიკური მოთხოვნები პოლიტიკურით შეიცვალა და პროტესტანტები მთავრობის გადადგომას, ახალი არჩევნების ჩატარებასა და ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის „კლანის" წევრების ლუსტრაციის საკითხის განხილვას. 5 იანვარს, ყაზახეთში მიმდინარე აქციები არეულობაში გადაიზარდა. ალმა-ატაში გაძარცვეს მაღაზიები, ბანკები, დაიკავეს აეროპორტის შენობა, პოლიციის განყოფილებები და სხვა სამთავრობო უწყებები. ქვეყანაში საპროტესტო აქციებისა და არეულობების ფონზე, ოთხმა ყაზახმა მილიარდერმა, საუბარია ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi.kz-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვიაჩესლავ კიმზე, ამავე კომპანიის გენერალურ დირექტორ მიხეილ ლომთაძეზე, ასევე ყაზახეთის ექსპრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის შუათანა ქალიშვილზე, დინარა კულიბაევაზე და მის მეუღლეზე, ტიმურ კულიბაევზე, ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგეს.

62 163 ვიზიტი 11 თვეში - რა როლი აქვს ყაზახეთს საქართველოს ტურიზმში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები