ყაზბეგის გამზირზე, 32 ნომერში მცხოვრები მოქალაქეები, სამშენებლო კომპანია „სქაი რეზიდენსის“ მიერ კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, მშენებლობა მათ საცხოვრებელ სახლებს საფრთხეს უქმნის.
მოქალაქეები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ იქამდე, ვიდრე მშენებლობა უსაფრთხო არ გახდება.
ადგილზე კომპანიის წარმომადგენლებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაც იყო.
ინფორმაციისთვის, კომპანია "სქაი რეზიდენსი" ყაზბეგის გამზირზე 10-სართულიან კორპუსს აშენებს.
შპს სქაი30 რეზიდენსის 51%-იანი წილის მფლობელია აშშ-ში რეგისტრირებული კომპანია სქაი30 ფანდ ჰაუს, ხოლო 49%-იანი წილის მფლობელი და გენერალური დირექტორი დავით ხახიაშვილი. მეწარმეთა რეესტრის თანახმად, ფინანსური დირექტორი ისრაელის მოქალაქე, იდან ჰადარია, ხოლო საოპერაციო დირექტორი დავით ხახიაშვილი.
საკითხზე bm.ge კომენტარისთვის უკვე დაუკავშირდა კომპანიას და მათ პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.