საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ორივე მიმართულებით შეუფერხებლად ხორციელდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია.
ცნობისთვის, საბაჟომ მუშაობა მას შემდეგ შეაჩერა, რაც დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაციის შედეგად გამშვებმა პუნქტმა განგაშის სიგნალი მიიღო. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, "ყაზბეგის" საბაჟოდან ხალხის ევაკუაცია მოხდა.
























