მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყაზბეგში მთავარი პრობლემა ისევ გზაა, რომელიც ერთი კვირით ან მეტით იკეტება ხოლმე" - "Intourist Kazbegi"

ინტურისტ ყაზბეგი

"ძირითად გამოწვევად ისევ გზა რჩება, ეს მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია, რის გამოც ტურისტული ჯგუფები და ინდივიდუალური მოგზაურები ჩვენს რეგიონში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ, რადგან არსებობს საშიშროება, რომ ერთი კვირით ან მეტით გზა ჩაიკეტოს, რაც, ცხადია, რომ ყაზბეგის რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა", - ამის შესახებ BMG-ის "Intouris Kazbegi"-ის დირექტორმა, ცირა ფიცხელაურმა განუცხადა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კობი-გუდაურის გზის გახსნას ელოდებიან, რომელიც მათი აზრით, არსებულ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს. 

რაც შეეხება გასული ზაფხულის ტურისტულ სეზონს, ცირა ფიცხელაური გვიყვება, რომ სეზონმა დამაკმაყოფილებლად ჩაიარა, თუმცა წინა წლებთან შედარებით როგორც ტურისტული ნაკადების, ისე მაღალ მხარჯველი ვიზიტორების რაოდენობაც შემცირებული იყო. 

"წინა წლებს თუ შევადარებთ, ის შედეგები ნამდვილად ვერ გავიმეორეთ, რაც ვფიქრობ, რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობითაა განპირობებული. წინა წლებთან შედარებით სეგმენტიც შედარებით დაბალ ბიუჯეტიანი იყო, ამ ეტაპზე ძირითადად ტურისტულ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ, უფრო აქტიური დაინტერესება აზიის ქვეყნებიდან გვაქვს, იქნება ეს კორეა, ჩინეთი თუ ტაილანდი. 2021 და 2022 წელს უფრო მაღალ ბიუჯეტიანი დამსვნებლები გვყავდა, ინდივიდუალური ჯავშნებიც იყო, ახლა კი მხოლოდ ტურისტული კომპანიების ჯავშნები გვაქვს", - ამბობს სასტუმროს დირექტორი.

ყაზბეგში ახლა უკვე ზამთრის სეზონისთვის ემზადებიან და სასტუმრო "Intourist"-ში აცხადებენ, რომ ჯავშნების 35-40% უკვე მიღებული აქვთ, ძირითად ნაკადებს კი ნოემბრის თვიდან ელოდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები