მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყელსაბამი, რომელიც სავარაუდოდ, მარი ანტუანეტის გარდაცვალებასთანაა დაკავშირებული, აუქციონზე გაიყიდება

აუქციონი

ბრილიანტის ყელსაბამი, რომელიც, სავარაუდოდ, იმ ისტორიულ სკანდალში ფიგურირებს, რომელსაც საფრანგეთის უკანასკნელი დედოფალი, მარი ანტუანეტი ემსხვერპლა, მომდევნო კვირას ჟენევაში, სოთბის აუქციონზე გაიყიდება - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გეორგიანული ხანის სამკაული 300-კარატიანი თვლებითაა გაწყობილი. 13 ნოემბერს ჟენევის აუქციონზე კერძო კოლექციონერი წარადგენს. ყელსაბამი 2 მილიონ შვეიცარიულ ფრანკადაა შეფასებული, თუმცა ნავარაუდებია, რომ ის გაცილებით უფრო ძვირად გაიყიდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს შესაძლოა, ის ყელსაბამი იყოს, რომელიც 1780-იანი წლების გარდამტეხ ეპიზოდში ფიგურირებს. როგორც ცნობილია, დიდგვაროვანმა ქალბატონმა, ჟიანა დე ლა მოტმა თავი მარი ანტუანეტად გაასაღა და სამკაული დედოფლის სახელით, ღირებულების გადახდის გარეშე შეისყიდა.

მიუხედავად იმისა, რომ დედოფლის უდანაშაულობა დადასტურდა, მომხდარმა მონარქის ექსტრავაგანტური ცხოვრების სტილის შესახებ საზოგადოებაში პროტესტი კიდევ უფრო გააღვივა, რასაც საფრანგეთის რევოლუცია და მარი ანტუანეტის გილიოტინაზე ასვლა მოჰყვა.

"სავარაუდოა, რომ ბრილიანტები სწორედ იმ ცნობილი ყელსაბამს ეკუთვნის, რომელმაც მარი ანტუანეტის დამხობამდე მიგვიყვანა. გვინახავს, რომ სამკაული, რომელსაც დიდგვაროვნული წარმომავლობა აქვს, საზოგადოებაში უსაზღვრო მღელვარებას იწვევს", - განაცხადა Sotheby's-ის აუქციონის კურატორმა.

2018 წელს ამავე აუქციონის სახლმა ფრანგი დედოფლის მარგალიტის გულსაბნევი $36.5 მილიონად გაყიდა, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე სამკაული თავდაპირველად იყო შეფასებული.

როგორც ექსპერტები განმარტავენ, 1776 წელს შექმნილი ყელსაბამის ორიგინალი ბრილიანტები ნაწილებად, შავ ბაზარზე გაიყიდა, რაც მათ ზუსტ კვალზე გასვლას შეუძლებელს ხდის, თუმცა კერძო კოლექციონერის მფლობელობაში არსებულ სამკაულზე ბრილიანტების ხარისხი და წარმომავლობა ორი სამკაულის იდენტურობაზე მიუთითებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები