მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყიფიანის პური" ბიზნესს ავითარებს - სად გაიხსნება პირველი მაღაზია?

პური

პურის მწარმოებელი კომპანია "ყიფიანის პური" ბიზნეს მოდელს ცვლის და მარკეტების გახსნას ვაკეში, მრგვალი ბაღიდან იწყებს.

კომპანიის დამფუძნებელი, ალექსანდრე ყიფიანი BM.GE-სთან ყვება, რომ ამ დრომდე კომპანიას წარმოება ბერი გაბრიელ სალოსზე ჰქონდა, საიდანაც ბუნებრივ საფუარზე დამზადებული პურით სხვადასხვა მარკეტებს ამარაგებდა. თუმცა კომპანიამ მიმდინარე ბიზნესის წარმართვის განსხვავებული გზა აირჩია და მცირე წარმოებების ქალაქის სხვადასხვა ობიექტებზე განთავსება გადაწყვიტა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ ობიექტებში პურის წარმოებასთან ერთად, მისი რეალიზაციაც მოხდება, რაც შეფუთვისა და დისტრიბუციის ხარჯებს აარიდებთ.

მისივე ცნობით, პირველი ასეთი ობიექტი მრგვალ ბაღთან გაიხსნება, რისთვისაც ჯამში 40 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდება. რაც შეეხება დასაქმებულებს, საწარმო 5 სამუშაო ადგილს შექმნის.

"ვგეგმავთ მცირე, "უბნური" წარმოებების გახსნას, სადაც პურიც გამოცხვება და მისი რეალიზაციაც ადგილზევე მოხდება. ეს კი შეფუთვისა და დისტრიბუციის ხარჯებს აგვარიდებს. ანუ, ობიექტი წარმოება - რეალიზაციას უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, ზედმეტი ხარჯები დაიზოგება. ამჟამად, ქარხნული წარმოებები გავაჩერეთ. გვინდა, რომ პური, რომელიც ხელიდან ხელში გადადის და იფუთება, ეს ფაქტორი ამოვიღოთ, პირველ საცხობ ობიექტს მრგვალ ბაღთან, უახლოეს 10 დღეში გავხსნით. ჯამში დაახლოებით 10-მდე ობიექტის გახსნაა დაგეგმილი, თუმცა ეს ყველაფერი მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.

საწარმოს დღიური წარმოება წარმოება 1500 ცალი პურია. ჩვენი პური ბუნებრივი საფუარისგან მზადდება. პურის ღირებულება 1.70 ლარიდან 2.50 ლარამდე ეღირება და მისი ზრდა არ იგეგმება“,- განაცხადა ყიფიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები