მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყირგიზეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს ზღუდავს

ყირგიზეთი

ყირგიზეთის მთავრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს ზღუდავს. ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 60/120-ის პრინციპი ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც, მოქალაქე, რომელიც ქვეყნის საზღვარს დატოვებს, უკან 60 დღის განმავლობაში ვერ დაბრუნდება. 

"უცხო ქვეყნის მოქალაქეების პრაქტიკა, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ბრუნდებიან ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ცხოვრების გასაგრძელებლად, ახლა შემოიფარგლება უვიზო რეჟიმის განხორციელებით, რომელიც დაფუძნებულია „60/120“ პრინციპზე. ამ მექანიზმის მიხედვით, უვიზო რეჟიმის 60 დღემდე ვადით გამოყენებისას ქვეყანაში ხელახალი შესვლა შესაძლებელია გასვლიდან მხოლოდ 60 დღის შემდეგ”, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ვადების გამოთვლა „60/120“ პრინციპით გავრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებისთვისაც 60-დღიანი უვიზო რეჟიმია დაწესებული. მოქალაქეებისთვის კი, რომლებსაც ყირგიზეთში უვიზოდ 90 დღე შეუძლიათ დარჩენა, ვადები 90/180-ის პრინციპით გამოითვლება.

ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ცვლილებები ასახავს ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სურვილს, უზრუნველყოს მიგრაციული ნაკადების უფრო ეფექტიანი მართვა და ქვეყნის საერთო უსაფრთხოების გაუმჯობესება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები