მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"[ყირგიზეთიდან და შუა აღმოსავლეთიდან] კადრების შემოყვანა არის გარდაუვალი" - შოთა ბურჯანაძე

შოთა ბურჯანაძე

რესტორატორი, შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ საქართველოში [ყირგიზეთიდან და შუა აღმოსავლეთიდან] კადრების შემოყვანა არის გარდაუვალი. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.

მისი თქმით, ეს არა მხოლოდ ჰორეკა სექტორს, ასევე საქართველოში მოქმედ სხვა სექტორებსაც ეხებათ. რესტორატორი ასევე დასძენს, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლების ბაზარზე სამუშაოდ შემოსვლა არის ბუნებრივი პროცესი.

„[ყირგიზეთიდან და შუა აღმოსავლეთიდან] კადრების შემოყვანა არის გარდაუვალი. მაგალითისთვის, სამშენებლო სფეროს უცხოელი კადრების დასაქმება უკვე დაწყებული აქვს.

შესაბამისად, განვითარებასთან ერთად, როდესაც სამუშაო პროცესი იქნება შეუვსებელი, საჭირო გახდება ახალი კადრი. ეს ბუნებრივი მოვლენაა. აქ რამე სასწაული არ ხდება. ჩვენი სახელფასო ბიუჯეტი თუ დააკმაყოფილებს სხვა ქვეყნების მოქალაქეების სახელფასო ბიუჯეტის მოთხოვნებს, რა თქმა უნდა, როგორც ქართველები მიდიან ევროპასა და ამერიკაში სამუშაოდ, ისე ჩამოვლენ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები საქართველოში“,- აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

რესტორატორის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცხოელი კადრების რაოდენობა ჰორეკა სექტორში მინიმალურია, თუმცა როდესაც პერსონალის საჭიროება გაჩნდება, აღნიშნული გარდაუვალი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები