მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყირგიზეთში მედიის შემზღუდავი ახალი კანონი ამოქმედდა

ყირგიზეთის პრეზიდენტი

კრიტიკის მიუხედავად, ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა მედიის შემზღუდავ კანონს მოაწერა ხელი. როგორც Reutes წერს, ახალი კანონით მთავრობის უფლებები მედიის კონტროლის მიმართულებით ფართოვდება. ახალი კანონი მედიასაშუალებებს მათ შორის, ონლაინ მედიას ავალდებულებს სახელმწიფო უწყებაში დარეგისტრირდნენ და უცხოელებს მედიაში მხოლოდ 35%-იანი წილი ფლობა შეეძლებათ. კანონის კრიტიკოსები ამბობენ, რომ მთავრობა ამ ცვლილებებს დამოუკიდებელი მედიების წინააღმდეგ გამოიყენებს.

ამას გარდა, ახლახან ყირგიზეთში "არასწორი ინფორმაციის" გავრცელებისთვის 740 დოლარის ჯარიმა შემოიღეს. როგორც სააგენტო წერს, ყირგიზეთი ცენტრალურ აზიაში მედიის კუთხით შედარებით თავისუფალ ქვეყნად მიიჩნეოდა, თუმცა ბოლო წლებში ამ კუთხით ვითარება მკვეთრად გაუარესდა: დაიხურა კრიტიკული გამოცემები და გაიზარდა საკანონმდებლო ზეწოლა მედიაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები