მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკური კომისიის შეხვედრა გაიმართება" - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ყირგიზეთში განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის დონეზე ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საუბარი შეეხება სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას.

„ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართება ეკონომიკური კომისიის შეხვედრა, რაც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის კონტექსტში ყირგიზეთთან თანამშრომლობა საკმაოდ დინამიკურად ვითარდება. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ კომისიის ფარგლებში იყოს განხილული ის საკითხები, რაც დგას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების დღის წესრიგში. შედგება ასევე ჩემი შეხვედრა კოლეგასთან. მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ყირგიზეთთან თანამშრომლობა. ამ კონტექსტში, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი საკითხები განსახილველი. ეს ვიზიტი იძლევა კარგ შესაძლებლობას, ვისაუბროთ სწორედ საერთაშორისო არენაზე თანამშრომლობაზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ კობახიძესთან ერთად, მაკა ბოჭორიშვილის გარდა, ბიშკეკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები