მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყირიმიდან ცხინვალში სამგზავრო ავტობუსი ივლის - იალტა - ცხინვალის მარშრუტი წლის ბოლომდე ამოქმედდება

ავტობუსი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმიდან რუსეთის მიერვე ოკუპირებულ ცხინვალში საერთაშორისო სამგზავრო ავტობუსი ივლის. ამის შესახებ ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ტრანსპორტის მინისტრმა, ნიკოლაი ლუკაშენკომ განაცხადა.

"ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სამხრეთ ოსეთთან ავტობუსით კომუნიკაცია. მარშრუტის გახსნას საკურორტო სეზონის დასაწყისისთვის ვგეგმავთ, წლის ბოლომდე აუცილებლად გაიხსნება“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

უკრაინის ქალაქ იალტადან [ოკუპირებულია რუსეთის მიერ] ცხინვალის მიმართულებით ავტობუსები კვირაში 3-ჯერ ივლის. მარშრუტი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს დახმარებით შედგება.

ცნობისთვის, საავტობუსო მიმოსვლა ყირიმსა და აფხაზეთს შორის უკვე მიმდინარეობს. ევპატორია-სოხუმის მიმართულებით მარშრუტი გასულ წელს ამოქმედდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები