რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქების გამოძიების პროცესში, რუსეთის 5, უკრაინისა და სომხეთის 3 მოქალაქე დააკავა. რუსული უწყების განცხადებით, „ტერაქტის“ ორგანიზატორი უკრაინის სამხედრო დაზვერვა იყო. დაკავებულები კი დანაშაულის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ.
უწყებაში განმარტავენ, რომ საგამოძიებო კომიტეტთან თანამშრომლობით დადგინდა, რომ „ქერჩის ხიდზე მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები იყვნენ“.
რუსული მხარის გამოძიებამ დაადგინა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა სამშენებლო პოლიეთილენის ფირებით იყო დაფარული, რომელიც 22 პალეტზე იყო განთავსებული, ჯამში 22 770 კგ-ს შეადგენდა და აგვისტოს დასაწყისში ქალაქ ოდესის საზღვაო პორტიდან ბულგარეთის ქალაქ რუსეში უკრაინული კომპანია „ტრანსლოგისტიკისა“ და „ბალტექს კაპიტალის“ ხელშეკრულების იყო გაგზავნილი.
„ბულგარეთიდან, საქართველოს ქალაქ ფოთში, შემდეგ კი სომხეთში ტრანსპორტირებისთვის ტვირთის ტრანსპორტირების პროცესში ჩართულნი იყვნენ უკრაინის მოქალაქე მიხეილ ცურკალო, დენის კოვაჩი, რომან სოლომკო; საქართველოს მოქალაქეები სანდრო ინოსარიძე, ბროკერი სახელად ლევანი და სომხეთის მოქალაქე არტურ ტარჩანიანი.
29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ერევნის ტერმინალ „ტრანსალიანსში“ ტვირთის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის განბაჟება და დოკუმენტაციის ჩანაცვლება მოხდა, რომლის შედეგად მისი გამგზავნი სომხური კომპანია „გუ არ დჯი გრუპი“, მიმღები კი რუსული კომპანია „ლიდერი“, - განაცხადეს სპეცსამსახურში.
მოგვიანებით, უწყებაში აღნიშნეს, რომ საქართველოში რეგისტრირებული სატვირთო ავტომობილით DAF 4 ოქტომბერს ტვირთმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსზე გადაკვეთა და 6 ოქტომბერს კრასნოდარის მხარეში არმაბიტას საბითუმო ბაზაზე ჩამოიტვირთა.
„7 ოქტომბერი უკრაინის მოქალაქეებმა რ.სოლომკომ და ვლადიმერ ზლობამ, რუსეთის 5 მოქალაქესთან ერთად დოკუმენტები ცვლილება მოახდინეს, გამგზავნად „ტექ-34“ იყო გაწერილი, ხოლო მიმღებად ყირიმში არარსებული კომპანია“, - ამბობენ უწყებაში.
სპეცსამსახურში განაცხადეს, რომ პალეტები რუსეთის მოქალაქე მახირ იუსუბოვის კუთვნილ ავტომობილში ჩაიტვირთა, რომელიც სიმფეროპოლის მიმართულებით გავიდა და 8 აგვისტოს დილის 06:03 საათზე ქერჩის ხიდზე მისი აფეთქება მოხდა. ამასთან, მათივე ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში ტვირთის გადაადგილების მარშრუტს და დანაშაულებრივ სქემის მონაწილეებთან კომუნიკაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსხურის თანამშრომლები ახორციელებდნენ, რომელიც თავს „ივან ივანოვიჩად“ წარადგენდა და კოორდინაციისთვის ვირტუალურ ანონიმურ ნომერს იყენებდა, რომელიც ქსელ „ინტერნეტში“ იყო შეძენილი და უკრაინის მოქალაქეზე სერგეი კრემენჩუგზე იყო გაფორმებული.
უწყებაში აცხადებენ, რომ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება, მისი ორგანიზატორები და თანამონაწილეები კი რუსეთის კანონმდებლობით პასუხისგებაში მიეცემიან.
შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბრის დილას უკრაინაშუ, ქერჩის ხიდზე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რის შემდეგაც საწვავის სარკინიგზო შემადგენლობის აალება მოხდა. შედეგად კრასნოდარიდან ქერჩი მიმავალი საავტომობილო გზის 2 სავალი ნაწილი ჩაინგრა. მეორე ნაწილი კი გადარჩა. 10 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინმა მომხდარს „ტერაქტი“ უწოდა და მასში უკრაინა დაადანაშაულა.




























