მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს აუქციონი 4-ჯერ ჩაიშალა - საწყისი ფასი ₾40 მლნ იყო

614071db14b38
შოთა ტყეშელაშვილი
14.09.21 14:27
995
თბილისის ცენტრში, აღმაშენებლის გამზირის 60 ნომერში მდებარე 20,633 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი, ე.წ. "მიხაილოვის საავადმყოფოს" ყოფილი ტერიტორია უკვე რამდენჯერმე ვერ გასხვისდა.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ობიექტი საპრივატიზაციოდ 4-ჯერ გამოიტანა. 2018 წლის ნოემბერში გამოცხადებულ აუქციონზე მისი საწყისი ფასი 35 მილიონი ლარი, საინვესტიციო ვალდებულება კი 100 მილიონი ლარი იყო, თუმცა აუქციონი ჩაიშალა. მას შემდეგ ობიექტის გასაყიდად კიდევ 4 აუქციონი გამოცხადდა. ბოლოს, აუქციონი 2021 წლის 30 მარტს გამოცხადდა რა დროსაც ობიექტის საწყისი ფასი 39,800,000 ლარი, მისი საინვესტიციო ვალდებულება კი 40,000,000 ლარი იყო. ამ თანხით მის შემსყიდველს კომერციული სივრცე ან სასტუმრო უნდა მოეწყო. თუმცა, ობიექტის შესყიდვის ინტერესი არცერთმა ინვესტორმა არ გამოთქვა.

ამჟამად “მიხაილოვის” საავადმყოფოს ტერიტორია მიტოვებული და ამორტიზებულია.

მიხაილოვის საავადმყოფოს ტერიტორია გარკვეული პერიოდის განმავლობაში კერძო მესაკუთრეს ეკუთვნოდა - 2015 წლის დასაწყისში შენობა შპს “აღმას” გადაეცა. მაშინ ინვესტორს ადგილზე 200 ოთახიანი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა, თუმცა საინვესტიციო ვალდებულება არ შესრულდა და სახელმწიფო ქონების სააგენტომ ინვესტორს ტერიტორია ჩამოართვა და ობიექტი ხელახალი პრივატიზაციისთვის მოამზადა, თუმცა მას შემდეგ ქონების გაყიდვის ყოველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

BMG-იმ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართა კითხვით, თუ როდის იგეგმება თბილისის ცენტრში მდებარე ობიექტის გაყიდვისთვის ახალი აუქციონის გამოცხადება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები