მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წლის პირველ ნახევარში მთავრობამ პრივატიზაციიდან 113 მლნ მიიღო - გეგმის 110%

მარიამ ქვრივიშვილი

საქართველოს მთავრობამ 2026 წლის პირველ ნახევარში პრივატიზაციიდან 113.3 მილიონი ლარი მიიღო - ამის შესახებ ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშიდან ხდება ცნობილი, რაც ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ გამოაქვეყნა.

პრივატიზაციის მაჩვენებლები შემდეგი კომპონენტებიდან შედგება - მიწა 6 მილიონი ლარი (გეგმის 55%); ძირითადი აქტივები 81.5 მლნ ლარი (გეგმის 108.6%). პრივატიზაციის მაჩვენებლებში ასევე შედის 5G რადიოსიხშირული სპექტრის ლიცენზიის მოსაკრებლები, რომლებსაც მობილური ოპერატორები იხდიან - ეს თანხა 2026 წლის პირველ ნახევარში 25.7 მილიონ ლარს შეადგენდა რაც გეგმის 151.3%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები