home
category
tv live menu
EN
Loading data...

ყოფილი ონკოლოგიურის თანამშრომლები სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ

უნივერსალური სამედიცინო ცენტრის(ყოფილი ონკოლოგიური კლინიკა) თანამშრომლები რამდენიმეთვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მიღებას ითხოვენ. მედიკოსების და თანამშრომლების ნაწილმა დღეს აქცია გამართა, სადაც ითქვა, რომ 6 თვის ანაზღაურება არ აუღიათ. მედიკოსები საავადმყოფოს დირექტორის გადადგომასაც ითხოვენ.

„ჩვენი კლინიკის დირექტორს ვთავაზობთ გადადგეს. გვაქვს რამდენიმე კითხვა, რომლითაც მას მივმართეთ: ვინ არის კლინიკის ინვესტორი, ან რა მოელის აქ არსებულ რადიოაქტიულ მასალებს. ის ყველაფერზე გვცემს პასუხს, რომ არ იცის. ეს ნიშნავს, რომ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ამიტომ უნდა დატოვოს თანამდებობა“, - წერია განცხადებაში, რომელიც მედიკოსებმა დღეს გამართულ აქციაზე წაიკითხეს.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 25 მაისს გააკეთა განცხადება და თქვა, რომ უნივერსალური სამედიცინო ცენტრის თანამშრომლების სახელფასო დავალიანება მიმდინარე 2 თვის განმავლობაში ანაზღაურდება.

„რაც შეეხება საავადმყოფოს მედპერსონალს, მოგეხსენებათ, მათ მიმართ არსებობს სახელფასო დავალიანება. სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას სახელფასო დავალიანების სრულ დაფარვასთან დაკავშირებით. მიმდინარე 2 თვის განმავლობაში დავალიანება სრულად ანაზღაურდება“, - განაცხადა  ტიკარაძემ.


რა პოზიცია აქვს დღეს ჯანდაცვის სამინისტროს, BM.GE შესაბამისი უწყებიდან ინფორმაციას მიღებისთანავე გამოაქვეყნებს. 



საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები