მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ვიდეო-პლატფორმა YouTube-მა კონტენტის შემქმნელებისთვის შემოსავლის მიღების წესები გაამკაცრა და მონეტიზაციის მისაღებად დაწესებული ზღვარი გააორმაგა.
არსებული ინფორმაციით, 2027 წლის 1 თებერვლიდან სარეკლამო და YouTube Premium-ის შემოსავლების გასანაწილებლად შემქმნელებს ბოლო 365 დღეში 8,000 საათის ყურების დრო ან ბოლო 90 დღის განმავლობაში Shorts-ის ტიპის ვიდეოების 20 მილიონი ნახვა დასჭირდებათ. აქვე უნდა ითქვას, რომ მათ ამ ზღარის შენარჩუნება მუდმივად მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მონეტიზაცია შეჩერდება.
საყურადღებოა, რომ ახალი პირობები მხოლოდ ახლად რეგისტრირებულ ანგარიშებზე გავრცელდება, ხოლო პარტნიორულ პროგრამაში უკვე ჩართული იუთუბერები ძველ სტანდარტს შეინარჩუნებენ.
ცნობისთვის, YouTube-ის პარტნიორულ პროგრამაში 3 მილიონზე მეტი მომხმარებელი არის ჩართული. პლატფორმაზე Shorts-ის დღიური ნახვები 200 მილიარდს აღემატება, ტელევიზორებში ყურების საერთო დრო კი დღეში 1 მილიარდ საათს შეადგენს.




























