YouTube მსოფლიოში წამყვან ვიდეოპლატფორმას წარმოადგენს, სადაც გლობალური აუდიტორიის ყურადღებისთვის კონტენტ კრეატორები და მედიაკომპანიები აქტიურად იბრძვიან.
2026 წლის მონაცემებით, რეიტინგებში საინტერესო დინამიკა შეიმჩნევა. ეს მონაცემები მუსიკალური, საოჯახო და საგასართობო არხების გლობალურ პოპულარობას უსვამს ხაზს.
წარმოგიდგენთ YouTube-ის ყველაზე პოპულარულ არხებს, რომლებიც გამომწერთა და ნახვების რაოდენობით ლიდერობენ.
1. MrBeast - 509 მილიონი გამომწერი
MrBeast-ი ამჟამად YouTube-ზე ყველაზე პოპულარული არხია. ამერიკელმა კონტენტ კრეატორმა პოპულარობა 2010-იანი წლების შუა პერიოდში მასშტაბური გათამაშებებითა და უჩვეულო გამოწვევებით მოიპოვა. ის ასევე ყველაზე მაღალანაზღაურებად იუთუბერად ითვლება. მომხმარებლები მის არხს ძირითადად გრანდიოზული და საინტერესო ექსპერიმენტების სანახავად იწერენ.
2. T-Series - 314 მილიონი გამომწერი
ინდური კომპანია T-Series-ი წლების განმავლობაში ლიდერობდა რეიტინგს. ის უმსხვილესი ხმისჩამწერი სტუდიაა ქვეყანაში, რომელიც ბოლივუდის ფილმების საუნდტრეკებსა და ინდურ პოპ-მუსიკაზე სპეციალიზდება. არხი ყოველდღიურად მუსიკალურ კლიპებსა და კინოტრეილერებს აქვეყნებს.
3. Cocomelon - 202 მილიონი გამომწერი
ამერიკული არხი Cocomelon-ი ბავშვებს შემეცნებითი და გასართობი ანიმაციების მეშვეობით საბაზისო უნარების ათვისებაში ეხმარება. არხის კონტენტი ძირითადად საბავშვო სიმღერებისგან, საგანმანათლებლო ვიდეოებისა და პირდაპირი ტრანსლაციებისგან შედგება.
4. SET India - 189 მილიონი გამომწერი
ეს არის Sony-ს სატელევიზიო არხი ინდოეთში, რომელიც მაყურებელს სერიალების ეპიზოდებს, ტრეილერებსა და შოუების საუკეთესო მომენტებს სთავაზობს. არხის პოპულარობას მნიშვნელოვნად განაპირობებს ბრენდის ცნობადობა და კონტენტის დიდი მოცულობა - ის დღეში 30-დან 40-მდე ვიდეოს აქვეყნებს.
5. Vlad and Niki - 150 მილიონი გამომწერი
ეს არის კიდევ ერთი პოპულარული საბავშვო არხი, რომლის მთავარი გმირები რუსულ-ამერიკული წარმოშობის ძმები, ვლადი და ნიკიტა არიან. ისინი მაყურებელს გასართობ ვიდეოებს, სხვადასხვა თამაშებსა და სათამაშოების მიმოხილვებს სთავაზობენ.
6. Stokes Twins - 143 მილიონი გამომწერი
ტყუპების, ალან და ალექს სტოუკსების არხი რეიტინგის მეექვსე პოზიციას იკავებს. მათი კონტენტი ძირითადად სხვადასხვა სახალისო გამოწვევებს, ხუმრობებსა და იუმორისტულ ვიდეოებს მოიცავს, რაც განსაკუთრებით პოპულარული ახალგაზრდა აუდიტორიაშია.
7. Kids Diana Show - 138 მილიონი გამომწერი
უკრაინულ-ამერიკული წარმოშობის დიანა კიდისიუკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბლოგერი ბავშვია. თავის ძმასთან, რომასთან ერთად, ის სხვადასხვა საგანმანათლებლო და გასართობ აქტივობებში მონაწილეობს, რასაც მშობლების მიერ შექმნილი არხის მეშვეობით აქვეყნებს.
8. 김프로KIMPRO - 134 მილიონი გამომწერი
შვედი იუთუბერი PewDiePie წლების განმავლობაში რეიტინგის ლიდერი იყო, თუმცა 2025 წლის ივნისში პირველი ათეული დატოვა. ის სამხრეთკორეულმა არხმა KIMPRO-მ ჩაანაცვლა. ეს არხი ძირითადად იუმორისტულ მინიატურებსა და მუსიკალურ კონტენტზე სპეციალიზდება.
9. Like Nastya - 133 მილიონი გამომწერი
რუსულ-ამერიკული წარმოშობის ანასტასია რადზინსკაიას არხი კიდევ ერთ პოპულარულ საოჯახო პროექტს წარმოადგენს. მშობლებთან ერთად ის ბავშვებისთვის შემეცნებით და გასართობ ვიდეოებს ქმნის. არხის პოპულარობას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ის ფაქტიც, რომ ვიდეოები მრავალ ენაზე ითარგმნება.
10. Zee Music Company - 122 მილიონი გამომწერი
ეს არის მესამე ინდური კომპანია რეიტინგში. 2014 წელს დაარსებულმა Zee Music-მა ბოლივუდის მუსიკალურ ბაზარზე მნიშვნელოვანი წილი დაიკავა, რაშიც მას მშობელი მედიაკონგლომერატი Zee Entertainment Enterprises-ი ეხმარება. კომპანია ბოლივუდის ყველაზე პოპულარული ტრეკების საავტორო უფლებებს ფლობს.
ყველაზე ნახვადი YouTube არხები 2026 წელს
ნახვების საერთო რაოდენობის მიხედვით ყველაზე პოპულარული Youtube არხების სია მცირედით განსხვავდება. რეიტინგს 349.65 მილიარდი ნახვით კვლავ ინდური T-Series-ი ლიდერობს.
ყველაზე ნახვადი არხების ათეულში ასევე მოხვდნენ პლატფორმის სხვა პოპულარული წარმომადგენლები:
- T-Series (ინდოეთი) - 349.65 მილიარდი ნახვა
- Cocomelon (აშშ) - 224.88 მილიარდი ნახვა
- SET India (ინდოეთი) - 190.58 მილიარდი ნახვა
- KIMPRO (სამხრეთ კორეა) - 150.49 მილიარდი ნახვა
- Sony SAB (ინდოეთი) - 145.98 მილიარდი ნახვა
- MrBeast (აშშ) - 134.73 მილიარდი ნახვა
- Kids Diana Show (აშშ/უკრაინა) - 125.30 მილიარდი ნახვა
- Vlad and Niki (აშშ/რუსეთი) - 122.27 მილიარდი ნახვა
- Like Nastya (აშშ/რუსეთი) - 122.16 მილიარდი ნახვა
- Toys & Colors (აშშ) - 120.61 მილიარდი ნახვა




























