მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყოველი მეექვსე ნავთობტანკერი რუსულ “ჩრდილოვან ფლოტს” ეკუთვნის - NYT

ნორვეგია

ამერიკული გამოცემა The New York Times-ი, უკრაინულ Ukrainska Pravda-ზე დაყრდნობით წერს, რომ საერთაშორისო წყლებში მოძრავი ნავთობგადამზიდების 17% რუსეთის “ჩრდილოვან ფლოტს” ეკუთვნის. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში მათ საკუთრებაში არსებული გადამზიდების რაოდენობამ 940-სს მიაღწია და 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 45%-ით გაიზარდა.

როგორც NYT-ის იუწყება, “ჩრდილოვანი ფლოტის” გემები რამდენიმე ეფექტურ ტაქტიკას იყენებენ, რათა რუსული ნავთობი აკრძალულ პორტებში წარმატებით შეიტანონ. მათ შორის ერთ-ერთი დოკუმენტების ფალსიფიცირებაა. ამ კუთხით, გამორჩეული მაგალითი უკავშირდება რუსული წარმოშობის ნორვეგიის მოქალაქეების მიერ ფსევდო-სადაზღვევო კომპანიის დაფუძნებას, რომელიც “ჩრდილოვანი ფლოტის” ხომალდებისთვის ნორვეგიულ სადაზღვევო დოკუმენტებს ადგენდა. სწორედ ნორვეგიული დოკუმენტაციის არსებობას იყენებდა გემი შემოწმების პროცედურის წარმატებით გასავლელად.

კიდევ ერთი ეფექტური ტაქტიკა საერთაშორისო წყლებში შესვლისას გადაადგილების სიგნალის გათიშვა და დროშის ცვლილებაა. ამ მეთოდით, ისინი წარმომავლობის დამალვას ახერხებენ. როგორც მედია წერს, “ჩრდილოვანი ფლოტის” მიერ წარმატებით ათვისებული “შავი ხვრელი” საერთაშორისო წყლებში ყოფნისას სხვა ხომალდზე ნავთობის გადატვირთვაა. მაგალითისთვის, თუ რომელიმე ქვეყანას საერთაშორისო სანქციებისგან თავის დაცვა სურს, გაგზავნის ცარიელ ან ნავთობით მცირედით დატვირთულ ხომალდს და აკრძალულ ნავთობტანკერს იმ წყლებში შეხვდება, სადაც არცერთი ქვეყნის იურიზდიქცია არ ვრცელდება. რუსული ხომალდიდან ნავთობის გადატვირთვის შემდეგ კი აღნიშნული ნავთობტრანსპორტიორი საკუთარ წყლებში უპრობლემოდ დაბრუნდება.

ამ პრაქტიკას, განსაკუთრებით ჩინეთი და ინდოეთი იყენებენ. რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ისედაც ყიდულობენ, თუმცა დიდი შვიდეულის მიერ ერთ ბარელზე დაწესებულ $60-დოლარიან ზედა ზღვარს განზრახ არღვევენ. არღვევენ, რადგან ალტერნატიული მომწოდებლები ერთ ბარელს გაცილებით ძვირად აფასებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები