მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყოველთვის დავიცავთ საკუთარი თანამშრომლების გამოხატვის თავისუფლებას - საქართველოს ბანკი

სქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი აცხადებს, რომ ყოველთვის იცავდა და დაიცავს საკუთარი თანამშრომლების გამოხატვის თავისუფლებას.

ამის შესახებ ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

" საქართველოს ბანკი ყოველთვის იცავდა და დაიცავს საკუთარი თანამშრომლების გამოხატვის თავისუფლებას.

ამასთანავე, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, გავაგრძელებთ ჩვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობის შესრულებას - მომხმარებლებს შეუფერხებლად მივაწოდოთ საბანკო სერვისები ნებისმიერ ვითარებაში", - წერს ბანკი.

საქმე ის არის, რომ დღეს, პროევროპულ აქციაზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე და პროტესტში ჩართული აქტივისტები [პაატა ციკოლია, კახა კინწურაშვილი, ელენე ქაიხოსროშვილი, ლაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი] საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორს არჩილ გაჩეჩილაძეს შეხვდნენ და როგორც ირკვევა, მიიღეს პირობა, რომ პრობლემები არ შეექმნებათ საქართველოს თანამშრომლებს, რომელთაც სურვილი ექნებათ, მონაწილეობა მიიღოს საყოველთაო გაფიცვაში. გაფიცვა 15 იანვარს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე იგეგმება.

დღესვე, შეხვედრა გაიმართა თიბისი ბანკის გენერალურ დირექტორ ვახტანგ ბუცხრიკიძესთანაც. დღესვე, განცხადება გავრცელდა თიბისი ბანკის მხრიდანაც

პატივს ვცემთ გუნდის წევრების უფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას - თიბისი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები