მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყოველთვის ვამბობ, რომ [საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება] მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით"- დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ APM ტერმინალისა და ანაკლიის პორტის მსგავსი პროექტების განხორციელება, საკმაოდ რთული პროცესია. შესაბამისად, ორივე პროექტის განხორციელება ისე უნდა მოხდეს, რომ გათვალისწინებული იყოს სახელმწიფო ინტერესები.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოში საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება თუმცა, ყოველთვის ვამბობთ, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით და დაცვით მოხდეს. იმისთვის, რომ საბოლოო შედეგი, რაც გვინდა მივიღოთ, უფრო გამართული ოპერაციები, მეტი კონკურენტუნარიანობა.

ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს პარტნიორს APM ტერმინალს, რომელიც საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის ოპერატორია, რომელთანაც ჩვენ გვაქვს მჭიდრო დიალოგი. გასულ კვირასაც, პირადად მქონდა ახალ ხელმძღვანელთან შეხვედრა და ჩვენ ვისაუბრეთ გეგმებზე. ვფიქრობ, სამინისტროს არ აქვს დიალოგის დეფიციტი. ჩვენ, გვაქვს ძალიან მკაფიო, კონკრეტული კომუნიკაცია, მაგრამ პირობები, რა პირობებით მოხდება ინვესტიციის განხორციელება, მათ შორის საპრივატიზაციო პირობები, სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებები საჯარო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების კუთხით, ეს არის განსახილველი საკითხები, რომელიც მოლაპარაკების საგანი იქნება.

7 წლის განმავლობაში ბევრჯერ შეცვალა ინვესტორმა და კომპანიამ თავისი პირობები და ამიტომ, მათი წესიც გასაგებია, რადგან კონიუნქტურა ამ 7 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად იცვლებოდა. ასეთი ტიპის ინვესტიციები ყოველთვის რთულად განსახორციელებელია. აქედან გამომდინარე, ანაკლიის პროექტიც საკმაოდ რთულია. მით უმეტეს, რომ ეს არის greenfield პროექტი. ამიტომ, ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ, რომ სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით მოვახდინოთ ამ პროექტის განხორციელება. ესეც გეგმაზომიერად მიდის. აქაც არანაირი შეფერხება არ არის. არანაირ კავშირში არ არის კონკრეტულად რომელიმე ქვეყნის მონაწილეობასთან ამ პროექტში. ამიტომ, ორივე პროექტი განხორციელდება ისე, რომ საქართველოს შესაძლებლობები გაიზარდოს და სახელმწიფოს ინტერესები იყოს დაცული",-აცხადებს დავითაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები