მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყოველთვიურად უკრაინას, სულ მცირე, $1 მილიარდის ამერიკული შეიარაღება ესაჭიროება - ზელენსკი

უკრაინა
BM. GE
26.08.25 18:57
1168

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანას ომში პოზიციების შესანარჩუნებლად და ბრძოლის გასაგრძელებლად ყოველთვიურად, სულ მცირე, $1 მილიარდის ამერიკული შეიარაღება ესაჭიროება.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ამ საკითხზე ოფიციალური კიევი მოკავშირე ქვეყნებთან, მათ შორის “მსურველთა კოალიციასთან” მოლაპარაკებებს ახორციელებს. კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის ძალების შესაკავებლად უკრაინას არა ერთჯერადი და არაეფექტური დახმარებები, არამედ შეიარაღების მუდმივი მიწოდება ესაჭიროება. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანას ამ კუთხით სანდო მოკავშირეები ეყოლება.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ, იონას გარ სტურთან გამართული შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ ჩრდილო-ევროპული ქვეყნის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნორვეგიას უკრაინის უსაფრთხოებაში თავისი წვლილის შეტანა შეუძლია. ამ მხრივ მან საჰაერო თავდაცვისა და საზღვაო მარშრუტების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობას გაუსვა ხაზი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები