Ytong Caucasus განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კომპანიამ სექტორის წარმომადგენლებს, პარტნიორებსა და სფეროს პროფესიონალებს განახლებული პროდუქტებისა და სივრცეების პრეზენტაცია წარუდგინა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ იტონგის ინოვაციურ სამშენებლო მასალებს, მათ ტექნიკურ მახასიათებლებსა და თანამედროვე სამშენებლო გადაწყვეტილებებს ადგილზე გაცნობოდნენ. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა ასევე დაათვალიერეს საწარმო და უშუალოდ გაეცნენ წარმოების პროცესს. რას სთავაზობს კომპანია ბაზარს და რამდენად იზრდება მოთხოვნა ენერგოეფექტურ მასალაზე?


































